გეოპოლიტიკა

გეოპოლიტიკა
გავრცელებული მნიშვნელობით, გულისხმობს ფიზიკური გეოგრაფიის ზეგავლენას სახელმწიფოს საშინაო და საგარეო ფაქტორებზე, სახელმწიფო ხელისუფლებაზე. ტერმინის მნიშვნელობას ხშირად გააფართოებენ ხოლმე იმგვარად, რომ იგი შეიძლება მოიცავდეს დამატებით სხვა სოციალურ და ზოგადკულტურულ ასპექტებსაც, მაგრამ თუ ტერმინ „გეოპოლიტიკის“ საკუთრივი საზრისის შენარჩუნება გვსურს, ყოველთვის უნდა ვიგულისხმოთ, რომ გეოპოლიტიკა არის გეორგრაფიული და პოლიტიკური ფაქტორების იმგვარი კომბინაცია, რომელიც ზეგავლენას იქონიებს ქვეყანასა თუ რეგიონზე.
Source: საზოგადოება და პოლიტიკა: [ალმანახი] / მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD[კრ.] 1 / [რედ.: გია ჭუმბურიძე] - , 1996

Georgian encyclopedia. 2013.


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»